დალი ნიკოლაიშვილი
-
პროექტის ხელმძღვანელი
-
გეოგრაფი
,
თსუ პროფესორი
,
საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების
ვიცე
-პრეზიდენტი
,
საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის
(ICA)
ეროვნული წარმომადგენელი
,
გეოგრაფ
-
კარტოგრაფი
,
გის
-
სპეციალისტი
.
მონაწილეობას იღებდა მრავალ ექსპედიციაში
,
სადაც ახდენდა ტერიტორიის
აგეგმვას
.
მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს
ეროვნული ატლასის
10-
მდე რუკის
შედგენაში
(2008-2010),
არის ამავე ატლასიის
რედკოლეგიის წევრი
;
იყო
2016
წელს გამოცემული
სამცხე
-
ჯავახეთის ცნობარის და თანდართული
რუკათა სერიის მთავარი რედაქტორი
.
ძველი
რუკების ურთიერთშედარების საფუძველზე იკვლევს საქართველოს სახელმწიფო
საზღვრების
ისტორიულ ტრანსფორმაციებს
,
ტოპონიმებს
.
ამ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს მრავალი
სამეცნიერო
შრომა
,
მ
.
შ
.
სახელმძღვანელოები და მონაწილეობაა
აქვს მიღებული სამეცნიერო
ფორუმებში
.
გამოქვეყნებული აქვს სტატიები საერთაშორისო და ადგილობრივ
,
მათ შორის
იმპაქტ
-
ფაქტორის ჟურნალებში ისტორიული
კარტოგრაფიის
,
ტოპონიმიის
,
სახელმწიფო
საზღვრის ისტორიული
ტრანსფორმაციების გეოგრაფიულ
-
კარტომეტრიული ანალიზის
შესახებ
.
გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე
20-
ზე
მეტი სამეცნიერო/სასწავლო დანიშნულების რუკა
.
მასვე ეკუთვნის პირველი ქართული
სახელმძღვანელო უმაღლეს სასწავლებლებისათვის გის
-
ტექნოლოგიებში
: „
გეოინფორმაციული და ექსპერტული სისტემები
“.
არის აშშ
-
ში გამომავალი საერთაშორისო ჟურნალის
Earth Sicence-
ის
2
სპეცნომრის მთავარი რედაქტორი
.
მონაწილეობდა და იყო არაერთი საგრანტო
პროექტების ხელმძღვანელი
,
მათ შორის
„
ტერიტორიული დაგეგმარებისათვის სამცხე
-
ჯავახეთის ლანდშაფტურ
-
ეკოლოგიური შეფასება გის
-
ანალიზის მეშვეობით
“,
დონორი
:
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო
ფონდი
.
ოთხი დაცული
ტერიტორიის საბაზისო კვლევების ჩატარება
“,
გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის
(KFW)
ტერიტორიის საბაზისო კვლევების
ჩატარება
“.
თემატური
რუკის შედგენა გის
-
ტექნოლოგიების გამოყენებით
,
დონორი
:
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
.
თსუ გეოგრაფიის დეპარტამენტის
კარტოგრაფიული ელექტრონული კატალოგი და ალექსანდრე ჯავახიშვილის
„
საქართველოს საზოგადო რუკის
“
გეოინფორმაციული
კარტოგრაფირება
-
ანალიზი
,
სამეცნიერო ხელმძღვანელი
,
დონორი
:
თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი
.
მაია ცხვარაძე - პროექტის კოორდინატორი (2019 წელს) - ახალგაზრდა მეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორანტი, ამჟამად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს ხელმძღვანელი, ამავდროულად გაეროს ადაპტაციის ფონდის და კლიმატის ტექნოლოგიების ცენტრის მმართველი საბჭოს წევრი. გახლდათ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს ეროვნული შეტყობინების პროგრამის ეროვნული დირექტორი. ეროვნული შეტყობინების მომზადების პროცესში მუშაობდა საქართველოს ტერიტორიაზე კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადობის რუკების ანალიზსა და შედგენაში, ასევე კლიმატის პარამატრების პროგნოზებული ცვლილების რუკების შედგენაში.
ანა არსენაშვილი – პროექტის კოორდინატორი
(2025-2026
წწ.), ახალგაზრდა მეცნიერი. თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორანტი. ამჟამად მუშაობს სადოქტორო
კვლევაზე, რომელიც
გულისხმობს კარტოგრაფიული წყაროების მოძიებას და ანალიზს ვაზის
ტერიტორიული
განაწილების შესახებ, რეტროსპექტიულ კარტოგრაფირებას და GIS
-პროგრამაში
თემატური რუკების
სერიის შედგენას. მას მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც ადგილობრივ,
ისე საერთაშორისო
კონფერენციებში. მუშაობდა ქ. თბილისის მერიის მიერ დაფინანსებულ
პროექტში
GIS სპეციალისტად 2018-2019 წწ-ებში. ასევე ჩართული იყო EMBLAS + პროექტში
ახალგაზრდა
მეცნიერად 2020-2021 წწ-ებში. 2022 და 2023 წელს იგი გახდა DAAD Georgia -ს
კონკურსებში
გამარჯვებული და გაიარა SAR/INSAAR დისტანციური ზონდირების შემსწავლელი
კურსები და
კურსი ჰიდროლოგიური პროცესების მართვის შესახებ გერმანიაში, კარლსრუეს
ტექნოლოგიების
ინსტიტუტში. იგი არის რამოდენიმე სამეცნიერო სტატიის თანაავტორი
ადგილობრივ
და საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში. 2023 წლიდან იგი არის შოთა
რუსთაველის
ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევითი პროექტის
კოორდინატორი.
დავით სართანია - მკვლევარი - ისტორიის
დოქტორი. მონაწილეობას იღებდა სახვადასხვა
ეთნოლოგიურ და გეოგრაფიულ ექსპედიციაში, სადაც ახდენდა ტერიტორიის
აგეგმვას,
ისტორიულ-ეთნოლოგიურ აღწერებს, ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვას.
გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ადგილობრივ და საერთაშორისო
რეფერირებად
ჟურნალებში ტრადიციული
ბუნებათსარგებლობის (მათ შორის სამხრეთ
საქართველოს), ისტორიული გეოგრაფიის,
ეთნოლოგიის, ტოპონიმიის, კარტოგრაფიული
წყაროების ანალიზის შესახებ და ა.შ. მუშაობს
აგრეთვე ივ. ჯავახიშვილის სამეცნიერო
მემკვიდრეობის საკითხებზე, სადაც ასევე განხილულია
ისტროიული საქართველოს ტერიტორიები,
აქ არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლები
და ტოპონიმია. როგორც მეცნიერ-მკვლევარი
მონაწილეობდა სამეცნიერო, მათ შორის შოთა
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის
მიერ დაფინანსებული პროექტებში.
ანალიტიკოსი, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვითი ინფორმაციის
მომზადებაში, მათ შორის კლიმატის ცვლილების რისკების შეფასებაში, ასევე რისკების რუკების მომზადებასა და ონლაინ მასალების, მათ შორის კატალოგების მომზადებაში. წარმართავდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ტექნოლოგიური მექანიზმის სტრატეგიულ დაგეგმარებას და მუშაობას, მათ შორის რესურსების მობილიზების, სამუშაო პროგრამის, ცვლილების თეორიის და ა.შ. მომზადებას. პროექტის ფარგლებში კონსულტანტი ჩაერთვება საზღვარგარეთ სხვადასხვა უწყებებში დაცული საერთო სარგებლობის კარტოგრაფიული წყაროების გამოვლენა-კატალოგიზაციაში ასვე, რუკების ელ-კატალოგის შედგენა ორიგინალურ , ქართულ და ინგლისურ ენებზე, 5- ვერსიან რუკებზე ასახული ობიექტების ელკატალოგის შექმნასა და განთავსებაზე ვებსივრცეში.