ნიადაგების
	
		გეოგრაფიის 
	კათედრა
		
1934 
	წელს 
	თბილისის
	სახელმწიფო
	უნივერსიტეში
	სამათემატიკო-
	საბუნებისმეტყველო
	ფაკულტეტთან
	დაარსდა
	 
	ნიადაგმცოდნეობის 
	კათედრა, 
	რომელსაც 
	სათავეში 
	ჩაუდგა 
	პროფ. 
	
		დიმიტრი
	გედევანიშვილი (1884-1958). 
	ნიადაგმცოდნეობასა
	და
	მიწათმოქმედებაში
	ლექციების
	წასაკითხად
	დ.
	გედევანიშვილი
	მოწვეული
	იყო
	ჯერ
	კიდევ
	 1918 
	წელს 
	ქართულ 
	უნივერსიტეტში, 
	სადაც 1919 
	წელს 
	მან
	 
	დააარსა
	ნიადაგმცოდნეობის
	კათედრა.
	
1926-28 
	წლებში,
	 
	ნიადაგების
	შესწავლის
	მიზნით,
	მან
	მოაწყო
	ექსპედიციები
	საქართველოს
	სხვადასხვა
	კუთხეში.
	უნივერსიტეტის
	 
	აგრონომიული 
	ფაკულტეტის 
	ბაზაზე 
	მან 
	შექმნა 
	სასოფლო
	-
	სამეურნეო 
	ინსტიტუტი (
	ამჟამად 
	აგრარული 
	უნივერსიტეტი),
	 
	სადაც 
	მის 
	მიერვე 
	დაარსებულ 
	ნიადაგმცოდნეობის 
	კათედრას 
	ხელმძღვანელობდა.
	
1936 
	წლიდან 
	კათედრას
	ხელმძღვანელობს
	პროფ.
	მიხეილ
	 
	საბაშვილი
(1900-1979). 
	მის 
	სახელთან 
	მჭიდროდაა 
	და
	 
	კავშირებული 
	საქართველოში 
	საბუნებისმეტყველო 
	მეცნიერებებისა
	და,
	კერძოდ,
	ნიადაგმცოდნეობის
	განვითარება.
	 
	მიხეილ 
	საბაშვილმა
	პირველმა
	მოგვცა
	საქართველოს
	და
	 
	ამიერკავკასიის 
	ნიადაგების 
	მეცნიერულად 
	დასაბუთებული
	 
	კლასიფიკაცია,
	დააზუსტა
	ნიადაგების
	ვერტიკალური
	ზონალობა,
	შექმნა
	საქართველოს
	ნიადაგების
	გეოგრაფიული
	და
	 
	აგრონიადაგური 
	დარაიონების 
	ორიგინალური 
	სქემები. 
	მისი
	 
	უშუალო 
	ხელმძღვანელობით
	შექმნილია
	ნიადაგის
	რუკები
	 (
	სხვადასხვა 
	მასშტაბის), 
	რომელთა 
	შორის 
	განსაკუთრე
	 
	ბით 
	გამოირჩევა
1955 
	წელს
	გამოცემული
	საქართველოს
	 
	ნიადაგური 
	რუკა (
	მასშტაბი 1 : 200,000).
	
1952 
	წლიდან 
	კათედრაზე
	მოღვაწეობას
	იწყებს
	მ.
	საბაშვილის
	პირველი
	ასპირანტი
	პროფ.
	
		მერაბ 
	
		შევარდნაძე.
	მის
	შრომებში
	დიდი
	ყურადღება
	დაეთმო
	საქართველოს
	მთის
	ტყის
	ნიადაგების
	ორგანული
	ნივთიერებების
	შესწავლას.
	
1955 
	წელს 
	ნიადაგმცოდნეობის
	კათედრა
	შეუერთდა
	ჰიდროლოგია-
	კლიმატოლოგიის
	კათედრას,
	რომელსაც
	 
	თავდაპირველად 
	აკად. 
	მ. 
	საბაშვილი 
	ხელმძღვანელობდა. 
	გაერთიანებულ 
	კათედრაზე
	სამეცნიერო-
	კვლევითი
	 
	მუშაობა 
	წარიმართა 
	საქართველოს 
	ტერიტორიის 
	ჰიდროლოგიური, 
	კლიმატური 
	და 
	ნიადაგური
	დარაიონების
	 
	საკითხებზე.
	
	ნიადაგმცოდნეობის 
	კათედრაზე 
	სხვადასხვა
	პერიოდში
	მოღვაწეობდნენ:
	პროფ.
	
		ვლადიმერ 
	
		ლეჟავა,
	დოცენტები
	
		როსტომ 
	
		პეტრიაშვილი,
	
		გივი 
	
		სამარგულიანი,
	
		ციალა 
	ფიფია
	და
	სხვა.
	
2005 
	წლიდან 
	ხმელეთის
	ჰიდროლოგიისა
	და
	ნიადაგმცოდნეობის
	კათედრის
	 
	გაყოფის 
	შედეგად, 
	ნიადაგების 
	გეოგრაფიისა 
	და 
	ნიადაგების 
	დაცვის 
	კათედრა 
	ცალკე 
	სტრუქტურულ 
	ერთეულად 
	ჩამოყალიბდა, 
	რომელსაც 2006 
	წლამდე 
	ხელმძღვანელობდა
	პროფ.
	
		თენგიზ 
	
		ურუშაძე.
		
2012 
	წლიდან 
	ნიადაგების
	გეოგრაფიის
	 
	კათედრას 
	ხელმღვანელობს 
	პროფ. 
	ლია
	 
	
		მაჭავარიანი. 
	ამჟამად 
	კათედრაზე
	მოღვაწეობს
	აგრეთვე
	ასოც.
	პროფ.
	ბესიკ
	 
	
		კალანდაძე.
	

 
        					 
        					 
        					 
        					 
        					 
        					
