თსუ გეოგრაფიის დეპარტამენტის კარტოგრაფიული ფონდი

  Geo Eng
კარტოგრაფიულილ კატალოგი კავკასიის 5-ვერსიანი რუკის კატალოგი (საქართველო)  
 

XVI საუკუნე

 

1516 წელი

1.              პეიტინგერის რუკა (ტაბულა)

სახელწოდება ორიგინალის ენაზე: Tabula Peutingeriana

სახელწოდება ინგლისურად:

გამოცემის თარიღი: 1516 წ.

შემდგენელი / ავტორი: მარტინ ვალდსმიულერი

ტონალობა: ფერადი

გამოცემის ადგილი : იტალია, რომი

ორიგინალის განთავსების ადგილი: გაერთიანებული სამფეო, ლონდონი

განთავსების სხვა ადგილ(ებ)ი:

წყარო: ლობჟანიძე გ. ევროპული რუკები და საისტორიო წყაროები საქართველოს შესახებ : (XVI-XVIII სს .), 2010.

შენიშვნა: დატანილია საქართველოს სამეფო (Georgia Regnu), მ.შ. თბილისი. XIV ს.-მდე შექმნილ პეიტინგერის ცხრილზე თბილისი (Triphelis) დატანილი არ იყო – ყველაზე ადრეული ასახვაა კარტოგრაფიულ გამოსახულებაზე.

 

1525 წელი

2.              აზია III ნაწილი (ტაბულა)

სახელწოდება ორიგინალის ენაზე: Tabula III Asiae (ლათ.)

სახელწოდება ინგლისურად: Table III of Asia

გამოცემის თარიღი: 1525 წ.

შემდგენელი / ავტორი: ფრიეს ვალდსემიულერ

ფორმატი: 44 x 31 (სმ)

ტონალობა: შავ-თეთრი

განთავსების ადგილი: გაერთიანებული სამეფო, ლონდონი

ინსტიტუცია: ლონდონის რუკის სახლი

ფონდის ნომერი: RUS2640

წყარო: https://www.themaphouse.com/search_getamap.aspx?id=144622&ref=RUS2640

შენიშვნა: რუკაზე ასახულია კავკასია და მისი მიმდებარე რეგიონი. შედგენილი უნდა იყოს მარტინ ვალდსიმიულერის ამავე სახელწოდების რუქკდან, რომელიც პირველად გამოიცა 1513 წელს. 1522 წელს ეს ნამუშევარი ხელახლა გამოსცა ლორენც ფრისმა იმავე ფირფიტების გამოყენებით, თუმცა ოდნავ შემცირებული ზომით. იყო შემდგომი გამოცემებიც: 1535 და 1541 წლებში, თუმცა იმ დროისთვის ფრისი აღარ იყო ჩართული მათ გამოცემაში.

Tabula Tercia Asiae დაფუძნებულია კლავდიუს პტოლემეოსის კლასიკურ რუკაზე. მკაფიოდ იკითხება: კოლხეთი, იბერია, ალბანეთი და სომხეთი.

 

1 548 წელი

3.              აზიის III რუკა (ტაბულა): კოლხეთი, იბერია, ალბანეთი

სახელწოდება ორიგინალის ენაზე: Tabula Asiae III: Colchis, Iberia, Albania (ლათ.)

სახელწოდება ინგლისურად: The Third Map of Asia

გამოცემის თარიღი: 1548 წ.

შემდგენელი / ავტორი: ჯაკომო გასტალდი / კლაუდიუს პტოლემე

გამოცემის ადგილი: ვენეცია, იტალია

ფორმატი: 13 x 17 სმ

ინსტიტუცია: Barry Lawrence Ruderman

ბმული: https://www.raremaps.com/gallery/detail/32089/tabula-asiae-iii-armenia-caspian-sea-turkey-azerbaijan-gastaldi

შენიშვნა: რუკაზე ასახულია კოლხეთი, იბერია, ალბანეთი, სომხეთი და სხვა მიმდებარე ქვეყნები. რუკა ასახავს ანტიკური პერიოდის კავკასიას. იგი კლავდიუს პტოლემეს რუკის რეკონსტრუქციაა. კასპიის ზღვის ცენტრში დატანილია ნოეს კიდობანი. აღმოსავლეთ საქართველოში დატანილია 3 ქალაქი: ლუბიონი (Lubioum), არტანისა, იგივე არტანუჯი (Artanissa) და ჰარმაკტიკა, იგივე არმაზციხე (Armactica), ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მხარეები და ქალაქები: დიოსკურია (Dioscuria), ეგრისი (Ecretica regin), ზალი (Zalae), მადია (Madia), ნეაპოლისი (Neapolis), სამეგრელო (Manrali), ფაზისი (Phasis), აგრეთვე მდინარეები: კიანეოსი (Cianeus flu), კორაქსი (Corax), ფაზისი (Phasis flu), ხარიუსტოსი (Charistus flu), ჰიპოსი (Hippus flu)

 

4.              სპარსეთის რუკა

სახელწოდება ორიგინალის ენაზე: Persia Nova Tabula (ლათ.)

სახელწოდება ინგლისურად: Map of Persia

გამოცემის თარიღი: 1548 წ.

შემდგენელი / ავტორი: ჯაკომო გასტალდი

გამოცემის ადგილი: ვენეცია, იტალია

ფორმატი: 13 x 17 სმ

ინსტიტუცია: Barry Lawrence Ruderman

ბმული: https://www.raremaps.com/gallery/detail/59464/persia-nova-tabula-1st-modern-map-of-persia-gastaldi

შენიშვნა: იგი შექმნილია უშუალოდ გასტალდის მიერ. რუკაზე დატანილია სპარსეთი და კასპიის ზღვა (მარ-დი ბახავი).

დასავლეთ საქართველოში: სამეგრელო (Mengrelia), წებელდა (Chiperche), სოხუმი (Sautopoli), ტამიში (?) (Tamansa), ფაზისი (Asso), პალიასტომი (Paliastoma), ბათუმი (Lovati), გონიო (Gouea), ქუთაისი (Cotachis), სკანდა (Saender), ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში: ძალისი (Zefili), გორი (Gori).   შავი ზღვა მოხსენეულია დიდი ზღვის (Mar Mazr), ხოლო კასპიის ზღვა – ბაქოს ზღვის (Mar di Bachau) სახელწოდებით.

 

5.              მსოფლიოს საზღვაო რუკა

სახელწოდება ორიგინალის ენაზე: Carta Marina Nova Tabula (ლათ.)

სახელწოდება ინგლისურად:

გამოცემის თარიღი: 1548 წ.

შემდგენელი / ავტორი: ჯაკომო გასტალდი

გამოცემის ადგილი: ვენეცია, იტალია

ფორმატი: 13 x 17 სმ

ინსტიტუცია: Barry Lawrence Ruderman

ბმული: https://www.raremaps.com/gallery/detail/84954/carta-marina-nova-tabula-gastaldi

შენიშვნა: მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი საზღვაო რუკა.

რუკა შედგენილია XVI ს-ის პორტოლანების მიხედვით, თუმცა მასზე ასევე ასახულია ახალი გეოგრაფიული აღმოჩენებიც. გაცილებით უფრო დეტალურადაა ასახული სანაპიროებზე განლაგებული გეოგრაფიულიიი ობიექტები, ვიდრე გასტალდის სხვა რუკებზეა.

ყველაზე დიდი სიახლეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტების სრული ასახვა. განსაკუთრებით დეტალურადაა დატანილი ამ კონტინენტების აღმოსავლეთი სანაპირო. არის უზუსტობებიც. კერძოდ, ჩრდილოეთ ამერიკას აქვს უცნაური ფორმა, დასავლეთიდან ერწყმის აზიას და ერთ კონტინენტადაა გამოსახული; ასევე ერთმანეთანაა დაკავშირებული ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა და სხვ.

საქართველოს ტერიტორიაზე, კავკასიის ცენტრალურ ნაწილში დატანილია Minarelia. როგორც ფიქრობენ, ეს სამეგრელოს პტოლემესეული აღნიშვნის (Manralix) დამახინჯებული ფორმაა.

 

1 552 წელი

6.              კავკასიის III რუკა (ტაბულა)

სახელწოდება ორიგინალის ენაზე: Tabula Asiae III (ლათ.)

სახელწოდება ინგლისურად: Map of Europe

გამოცემის თარიღი: 1552 წ.

შენიშვნა: რუკაზე ასახულია კოლხეთი, იბერია, ალბანეთი, სომხეთი და სხვა მიმდებარე ქვეყნები

 

1 554 წელი

7.              ევროპის რუკა (ფრაგმენტი)

სახელწოდება ორიგინალის ენაზე:

სახელწოდება ინგლისურად: Map of Europe

გამოცემის თარიღი: 1554 წ.

შემდგენელი / ავტორი: გერჰარდ მერკატორი

ფორმატი: 29 x 21 (სმ), 1 ფურცელი

განთავსების ადგილი: თბილისი, საქართველო

ინსტიტუცია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (K 119-4)

შენიშვნა: უკა დაცულია პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკის გეოგრაფიულ საზოგადოების განყოფილებაში (Paris, B.N. Societe de Geographic, Res. S.C.Y. 1704); ავტორი არის ვესკონტე დე მაიოლოს (გენუის სენატის ოფიციალური მაგისტრი საზღვაო რუკების მიმართულებით) ვაჟი

 

1 563 წელი

8.              ატლანტიკისა და ხმელთაშუა ზღვის რუკა

სახელწოდება ორიგინალის ენაზე: Карта «Атлантики и Средизимноморья»

სახელწოდება ინგლისურად:

გამოცემის თარიღი: 1563 წ.

შემდგენელი / ავტორი: ჯაკომო დე მაჯალო (Джакомо де Мажало)

ფორმატი: 29 x 21 (სმ)

განთავსების ადგილი: თბილისი, საქართველო

ინსტიტუცია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ( K 119-8 – კარტოგრაფიული კაბინეტი )

 

1 570 წელი

9.              [სამეგრელო] (ფრაგმენტი ხმელთაშუა ზღვის რუკიდან)

სახელწოდება ორიგინალის ენაზე: Мегрелия ( фр . ез карты Средизимного бассеина) (რუს.)

სახელწოდება ინგლისურად:

შედგენის / თარიღი: 1570 წ.

შემდგენელი / ავტორი: დიეგო გომემი (Гомем Диего), იგივე დიოგო გომენი

ფორმატი: 29 x 41 (სმ)

განთავსების ადგილი: თბილისი, საქართველო

ინსტიტუცია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (K 119-6 – კარტოგრაფიული კაბინეტი)

შენიშვნა: გომემმა 1558 წელს შეადგინა ატლასი, სადაც ჩართულია 2 პორტოლანი: ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილის, ჩრდილოეთ აფრიკის ჩათვლით. ატლასი დაცულია ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ლონდონში. ატლასის ზომებია: 72 x 58 სმ

 

1 571 წელი

10.           სამეგრელო (ფრაგმენტი ხმელთაშუა ზღვის რუკიდან)

სახელწოდება ორიგინალის ენაზე: Мегрелия ( фр . и з карты Средизимного бассеина) (რუს.)

სახელწოდება ინგლისურად:

გამოცემის თარიღი: 1571 წ.

შემდგენელი / ავტორი: დიეგო გომემი (Гомем Диего)

ფორმატი: 29 x 41 (სმ)

განთავსების ადგილი: თბილისი, საქართველო

ინსტიტუცია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ( K 119-6 – კარტოგრაფიული კაბინეტი )

 

1578 წელი

11.           სარმატული აზია

სახელწოდება ორიგინალის ენაზე: S armatia Asia

სახელწოდება ინგლისურად:

გამოცემის თარიღი: 1578 წ.

ფორმატი: 23.5 x 16.5 (სმ)

კარტოგრაფი: სებასტიან მიუნსტერი

გამოცემის ადგილი: ბაზელი

ბმული: https://www.maphouse.co.uk/antique-maps/asia/M4398-sarmatia-asie-georgia-armenia-munster-1/

შენიშვნა: რუკა ძალიან კარგ მდგომარეობაშია. რუკაზე დატანილია ტერიტორია, როემლიც მოიცავს შავ და კასპიის ზღვებს შორის. მოიცავს: სამხრეთ რუსეთს, საქართველოს, სომხეთს.

 

1598 წელი

12.           ოსმალეთის იმპერიის რუკა

სახელწოდება ორიგინალის ენაზე: Descripttione Dell- Imperio Turchesco

სახელწოდება ინგლისურად:

გამოცემის თარიღი: 15 9 8 წ.

გამოცემის ადგილი: ვენეცია, იტალია

ფორმატი: 18 x 1 3  (სმ)

შემდგენელი / ავტორი: ჯოვანი ანტონიო მაჯინი / კლავდიუს პტოლემე

გრავირება: ჯიროლამო პორო (Girolamo Porro)

განთავსების ადგილი: CSEM (Centre for the Studies of Ethnicity and Multiculturalism – ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი)

ბმული: https://www.flickr.com/photos/csem_archives/49074178681

შენიშვნა: რუკა შესულია იტალიელი კარტოგრაფის ჯოვანი ანტონიო მაჯინის (Giovanni Antonio Magini) მიერ გამოცემულ კლავდიუს პტოლემეს ატლასში (Geografia cioe Descrittione Universale della Terra), გვ. XXXIII .

ეს ატლასი გამოცემულია ასევე ლათინურ ენაზე 1596, 1597, 1608 და 1617 წლებში . ატლასი 2 ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში შესულია კლავუდიუს პტოლემეს მონაცემების მიხედვით შედგენილი რუკები, მეორე ნაწილში კი – თანადროული რუკები. წინამდებარე რუკა ჩართულია ატლასის მეორე ნაწილში, მასზე ასახულია ოსმალეთის იმპერიაში იმ პერიოდში შემავალი სახელმწიფოები. ერთვის ტექსტებიც, მ.შ. საქართველოზეც. 

 

13.           კავკასიის რუკა - კოლხეთი, იბერია, ალბანეთი, დიდი არმენია

სახელწოდება ორიგინალის ენაზე: Tabula Asiae III – Colchide, Iberia, Albania, Armenia Maggiore

სახელწოდება ინგლისურად:

გამოცემის თარიღი: 1598 წ.

გამოცემის ადგილი: ვენეცია, იტალია

ფორმატი: 18 x 12 (სმ)

შემდგენელი / ავტორი: ჯიროლამო პორო (Girolamo Porro)

გრავირება: ჯოვანი ანტონიო მაჯინი / კლავდიუს პტოლემე

განთავსების ადგილი: CSEM (Centre for the Studies of Ethnicity and Multiculturalism – ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი)

ბმული: https://www.flickr.com/photos/csem_archives/49131429303/in/photostream/

შენიშვნა: რუკა შესულია ჯოვანი ანტონიო მაჯინის (Giovanni Antonio Magini) მიერ გამოცემულ კლავდიუს პტოლემეს ატლასში (Geografia cioe Descrittione Universale della Terra. (პირველი იტალიურენოვანი გამოცემა, მეორე გამოცემა დაიბეჭდა პადუაში, 1620 წელს.