თსუ გეოგრაფიის დეპარტამენტის კარტოგრაფიული ფონდი

  Geo Eng
პროექტი 2019 ბუნებათსარგებლობის კათედრა გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრა ჰიდროლოგია, ოკეანოლოგიისა და მეტეოროლოგიის კათედრა ნიადაგების გეოგრაფიის კათედრა რეგიონული გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრა  
 

ნიადაგების გეოგრაფიის კათედრა

 

1934 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეში სამათემატიკო- საბუნებისმეტყველო ფაკულტეტთან დაარსდა ნიადაგმცოდნეობის კათედრა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პროფ. დიმიტრი გედევანიშვილი (1884-1958). ნიადაგმცოდნეობასა და მიწათმოქმედებაში ლექციების წასაკითხად . გედევანიშვილი მოწვეული იყო ჯერ კიდევ 1918 წელს ქართულ უნივერსიტეტში, სადაც 1919 წელს მან დააარსა ნიადაგმცოდნეობის კათედრა.

1926-28 წლებში, ნიადაგების შესწავლის მიზნით, მან მოაწყო ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ბაზაზე მან შექმნა სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტი ( ამჟამად აგრარული უნივერსიტეტი), სადაც მის მიერვე დაარსებულ ნიადაგმცოდნეობის კათედრას ხელმძღვანელობდა.

1936 წლიდან კათედრას ხელმძღვანელობს პროფ. მიხეილ საბაშვილი (1900-1979). მის სახელთან მჭიდროდაა და კავშირებული საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და, კერძოდ, ნიადაგმცოდნეობის განვითარება. მიხეილ საბაშვილმა პირველმა მოგვცა საქართველოს და ამიერკავკასიის ნიადაგების მეცნიერულად დასაბუთებული კლასიფიკაცია, დააზუსტა ნიადაგების ვერტიკალური ზონალობა, შექმნა საქართველოს ნიადაგების გეოგრაფიული და აგრონიადაგური დარაიონების ორიგინალური სქემები. მისი უშუალო ხელმძღვანელობით შექმნილია ნიადაგის რუკები ( სხვადასხვა მასშტაბის), რომელთა შორის განსაკუთრე ბით გამოირჩევა 1955 წელს გამოცემული საქართველოს ნიადაგური რუკა ( მასშტაბი 1 : 200,000).

1952 წლიდან კათედრაზე მოღვაწეობას იწყებს . საბაშვილის პირველი ასპირანტი პროფ. მერაბ შევარდნაძე. მის შრომებში დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოს მთის ტყის ნიადაგების ორგანული ნივთიერებების შესწავლას.

1955 წელს ნიადაგმცოდნეობის კათედრა შეუერთდა ჰიდროლოგია- კლიმატოლოგიის კათედრას, რომელსაც თავდაპირველად აკად. . საბაშვილი ხელმძღვანელობდა. გაერთიანებულ კათედრაზე სამეცნიერო- კვლევითი მუშაობა წარიმართა საქართველოს ტერიტორიის ჰიდროლოგიური, კლიმატური და ნიადაგური დარაიონების საკითხებზე.

ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდნენ: პროფ. ვლადიმერ ლეჟავა, დოცენტები როსტომ პეტრიაშვილი, გივი სამარგულიანი, ციალა ფიფია და სხვა.

2005 წლიდან ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის კათედრის გაყოფის შედეგად, ნიადაგების გეოგრაფიისა და ნიადაგების დაცვის კათედრა ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რომელსაც 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა პროფ. თენგიზ ურუშაძე.

2012 წლიდან ნიადაგების გეოგრაფიის კათედრას ხელმღვანელობს პროფ. ლია მაჭავარიანი. ამჟამად კათედრაზე მოღვაწეობს აგრეთვე ასოც. პროფ. ბესიკ კალანდაძე.