თსუ გეოგრაფიის დეპარტამენტის კარტოგრაფიული ფონდი

  Geo Eng
პროექტი 2019 ბუნებათსარგებლობის კათედრა გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრა ჰიდროლოგია, ოკეანოლოგიისა და მეტეოროლოგიის კათედრა ნიადაგების გეოგრაფიის კათედრა რეგიონული გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრა  
 

ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრა

 

1934 წლიდან, მას შემდეგ, რაც დაარსდა ფიზიკური გეოგრაფიის კათედრა. მას სათავეში ჩაუდგა პროფ. ალექსანდრე ლაისტერი (1884-1941). იგი ღრმად განათლებული ადამიანი და მრავალმხრივი მკვლევარი იყო. ლექციებს კითხულობდა რუსულად, თუმცა თავისი ერუდიციითა და ბრწყინვალე ორატორული ნიჭით იპყრობდა რუსულის ცუდად მცოდნე ახალგაზრდებსაც. პროფ. ალ. ლაისტერმა ეთნოგრაფ და კავკასიისმცოდნე გრიგოლ ჩურსინთან ერთად გამოაქვეყნა ორი წიგნი: ,, География Закавказья (1924) და ,, География Кавказа (1929). ამ ნაშრომებში შეჯამებულია კავკასიის შესახებ მოპოვებული მთელი გეოგრაფიული ცოდნა.

1941-1952 წლებში კათედრას ხელმძღვანელობს პროფ. ბორის დობრინინი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული გეოგრაფიული მეცნიერების განვითარების საქმე ში. იმჟამინდელი კათედრის სამეცნიერო თემატიკა განისაზღვრებოდა ბუნების ცალკეული კომპონენტებისა და ფიზიკურ- გეოგრაფიული რაიონების დახასიათებით. 1952-1974 წლებში კათედრას ხელმძღვანელობს მელიტონ ( მელენტი) სანებლიძე. ცნობილი ბუნების მეტყველი და გეოგრაფი, კათედრის სამეცნიერო თემატიკა განისაზღვრებოდა კომპლექსური ფიზიკურ- გეოგრაფიული კვლევებით.

1965 წელს დოც. . სანებლიძისა და პროფ. ქრისტეფ ორე ჯაყელის უშუალო ინიციატივით დაარსდა მარტყოფის ფიზიკურ- გეოგრაფიული სტაციონარი. 1970 წელს, პროფ. . უკლებასთან ერთად, მათ გამოსცეს საქართველოს ლანდშაფტური რუკა. 1974-1987 წლებში კათედრაზე ტარდება მსხვილმასშტაბიანი ფიზიკურ- გეოგრაფიული კვლევები და ლანდშაფტური ანალიზი სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის. ამ კვლევებს სათავეში ედგა ამავე კათედრის გამგე, პროფ. ქრისტეფორე ჯაყელი (1917-1991).

1987-1996 წლებში კათედრა, დოც. მერაბ ხარატიშვილის (1941-1996) ხელმძღვანელობით, იკვლევს რეგიონების ბუნებრივ- ანთროპოგენურ ლანდშაფტებს და აქტიურად ეხმაურება ბუნების დაცვის საკითხებს. სხვადასხვა დროს კათედრაზე, აგრეთვე, მოღვაწეობდნენ: პროფესორები დავით უკლება, იგორ ბონდირევი, დოცენტები გელა მარგველანი, ელისაბედ ( ლიზიკო) გარსევანიშვილი, შალვა ხუნდაძე, გიორგი ( გოგი) ელიზბარაშვი ლი, მასწავლებლები: თენგიზ ჯანჯღავა, ნონა დიასამაძე, თამარ მამუკაშვილი, ნინო ( ნანა) პაიჭაძე და სხვ.

1996 წლიდან დღემდე კათედრას ხელმძღვანელობს პროფ . ზურაბ სეფერთელაძე . ამჟამად კათედრაზე მოღვაწეობენ ასისტ . პროფესორები ეთერ დავითაია და თამარ ალექსიძე . 2007 წლიდან კათედრას ეწოდა ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრა .