კარტოგრაფიული კატალოგი: საქართველო

  Geo Eng
კარტოგრაფიულილ კატალოგი კავკასიის 5-ვერსიანი რუკის კატალოგი (საქართველო)  
 

XV საუკუნე

 

1459

1.              მსოფლიოს რუკა

სახელწოდება ორიგინალის ენაზე:

გამოცემის წელი: 1459 წ.

შემდგენელი: ფრა მაურო

ტონალობა: ფერადი

ბმული: https://www.zolka.ru/wp-content/uploads/2021/02/mauro_1459_b.jpg

შენიშვნა: დღემდე ამ რუკის მხოლოდ 2 ეგზემპლარია შემორჩენილი: ვენეციაში და მისი ალი ბრიტანეთის მუზეუმში.

 

1482 წელი

2.              აზიის მეორე რუკა

სახელწოდება ორიგინალის ენაზე: The Second Map of Asia (Tabula Seconda de Asia) (იტ.)

შემდგენელი / ავტორი: ფრანჩესკო ბერლინგჰიერი (Francesco Nicolo di Berlinghieri)

გამოცემის წელი: 1482 წ.

ტონალობა: შავ-თეთრი

წყარო: Lithuanian Maps https://www.lithuanianmaps.com/images/1482_Francesco_N._di_Berlingheri_-_Tabvla_Seconda_De_Asia.jpg

შენიშვნა: ასახავს აზიურ სარმატიას (აზია). სამხრეთ პოლუსი გამოსახულია რუკის ზედა ნაწილში.

ფრანჩესკო ბერლინგჰიერი (1440-1501) იყო იტალიელი სწავლული, რომელმაც 1464 წელს დაიწყო მუშაობა პტოლემეს ტრაქტატზე „გეოგრაფია“. მან განაახლა პტოლემეს რუკები და ჩართო კომენტარი ლექსის სახით. 1482 წელს იგი დაიბეჭდა სპილენძის გრავირებული რუკებით ნიკოლაუს ლაურენტის (იგიევ ნიკოლო ტედესკო – გერმანელი გამომცემელი) მიერ ნაშრომში „Septe Giornate della Geographia di Francesc o Berlinghieri“, რაც ითარგმნება როგორც „გეოგრაფიის შვიდი დღე“. ეს იყო პტოლემეს თხზულებაზე დაფუძნებული ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი.

 

1490 წელი

3.              აზიის მეორე რუკა

სახელწოდება ორიგინალის ენაზე: Tabula Seconda de Asia (იტ.)

სახელწოდება ინგლისურად: The Second Map of Asia

გამოცემის თარიღი: 1490 წ.

შემდგენელი / ავტორი: კლაუდიუს პტოლემი

ფორმატი: 46 x 39 (სმ)

ტონალობა: შავ-თეთრი

გამოცემის ადგილი : იტალია, რომი

ორიგინალის განთავსების ადგილი: გაერთიანებული სამეფო, ლონდონი

ინსტიტუცია: ლონდონის რუკის სახლი

ფონდის ნომერი: RUS2572

განთავსების სხვა ადგილ(ებ)ი:

წყარო: https://www.themaphouse.com/search_getamap.aspx?id=138699&ref=RUS2572

შენიშვნა: რუკაზე სამხრეთ პოლუსი დატანილია ზემოთ.

რუკაზე დატანილია ტერიტორია, რომელიც მოიცავს ყირიმს, აზოვის ზღვას და ჩრდილოეთ კავკასიას. პტოლემეოს აღნიშნული  გამოცემა ერთ-ერთი ყველაზე ადრეული კარტოგრაფიული ნამუშევარია, რომლის გრავირებისათვის გამოყენებულია სპილენძის ფირფიტები. რუკაზე მრავლადაა დატანილი მითოლოგიური ელემენტები, მაგ., ამაზონების მიწა, მითრიდატეს სამეფო, მითიური „გიგანტების ქვეყანა ჩრდილოეთ ქარის მიღმა“ და სხვ.