თსუ გეოგრაფიის დეპარტამენტის კარტოგრაფიული ფონდი

  Geo Eng
პროექტი 2019 ბუნებათსარგებლობის კათედრა გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრა ჰიდროლოგია, ოკეანოლოგიისა და მეტეოროლოგიის კათედრა ნიადაგების გეოგრაფიის კათედრა რეგიონული გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრა  
 

ჰიდროლოგიის, ოკეანოლოგიის და მეტეოროლოგიის კათედრა

 

1936 წელს უნივერსიტეტში ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის კათედრა დაარსდა, იმდროისათვის ერთ- ერთი პირველი კათედრა საბჭოთა კავშირის მასშტაბით. კათედრის პირველი გამგე გახდა პროფ. ბესარიონ ყავრიშვილი (1895-1943).

1943-1955 წლებში კათედრას ხელმძღვანელობდა დოც. იასე შაქარიშვილი. იგი იკვლევდა სამხრეთ კავკასიის მდინარეებს და მდინარეთა მაქსიმალური ჩამონადენის შესახებ მრავალი საფონდო შრომა დატოვა. 1940-50- იანი წლები კათედრის თანამშრომელთა სამეცნიერო- პედაგოგიური მოღვაწეობის აქტიური ხანაა. დოც. ნოე უკლებას (1906-1979) ინიციატივით დაარსდა სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია მდ. ვერეზე, რომელიც დღესაც უნივერსიტეტის სამეცნიერო- სასწავლო ბაზაა. ნოე უკლებამ შექმნა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ჰიდროლოგიის განხრით: ,, ზოგადი ჰიდროლოგია (1967) და ,, ჰიდრომეტრია (1972).

1956 წელს ორი კათედრა გაერთიანდა: ნიადაგთმცოდნეობის, ჰიდროლოგიის და კლიმატოლოგიის. კათედრას სათავეში ჩაუდგა აკად. მიხეილ საბაშვილი. 1971 წელს კათედრა კვლავ ორად გაიყო: (1) ხმელეთის ჰიდროლოგიის და ნიადაგმცოდნეობის და (2) მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგიის კათედრებად.

1971-1997 წლებში ხმელეთის ჰიდროლოგიის და ნიადაგმცოდნეობის კათედრას ხელმძღვანელობს აკად. გივი სვანიძე (1921-1999). იგი სტოქასტური ჰიდროლოგიის ფუძემდებელია. აკად. . სვანიძე იყო საზღვარგარეთის მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი.

1997-2005 წლებში კათედრის გამგე იყო პროფ. გურამ გრიგოლია. 2004 წლიდან ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრა გაიყო ორად: ჰიდროლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის კათედრებად. მეტეოროლოგია- კლიმატოლოგია, ოკეანოლოგიის კათედრას 1971-1983 წლებში ხელმძღვანელობს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფ. გიორგი სულაქველიძე (1913-1983), რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში მეტეოროლოგიური სკოლის განვითარებაში. მან აღმოაჩინა თოვლის საფარში სითბოს გადაცემის ახალი მექანიზმი, გამოიანგარიშა ნაგებობებზე ზვავის დარტყმის ძალა და სხვ. . სულაქველიძის მიერ და ინერგა ღრუბლებში სეტყვის კერების აღმოჩენის რადიოლოკაციური და სეტყვის პროგნოზის მეთოდი, რომელმაც მსოფლიო აღიარება ჰპოვა და დაინერგა მრავალ ქვეყანაში. პროფ. სულაქველიძის ნაშრომების უმეტესი ნაწილი ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, ჩეხურ და პოლონურ ენებზეა გამოქვეყნებული.

1983-2006 წლებში კათედრის გამგე იყო დედამიწის ახლომდებარე კოსმოსის ფიზიკის დამაარსებელი პროფ. არჩილ ხანთაძე (1935-2009). მან აღმოაჩინა ნელი როსბის ტიპის ახალი ტალღები და პლანეტარული მასშტაბის ელექტრომაგნიტური ტალღები იონოსფეროს ფენებში. ეს ტალღები განაპირობებენ ელექტრომაგნიტურ ეფექტს ატმოსფეროში და საკმაოდ მაღალი სიზუსტით იძლევიან ატომური და სამრეწველო აფეთქებების, ვულკანური ამოფრქვევების, მაგნიტური ქარიშხლების განსაზღვრის შესაძლებლობას. ამ ტალღებს ,, ხანთაძის ტალღები" ეწოდა. პროფ. ხანთაძის ნაშრომები შესულია ნასას ასტროფიზიკური სისტემის მონაცემთა ბაზაში. სხვადასხვა დროს ხმელეთის ჰიდროლოგიის, მეტეოროლოგია- კლიმატოლოგიისა და ოკეანოლოგიის კათედრის თანამშრომლები, აგრეთვე, იყვნენ: მეტეოროლოგიის განხრით: პროფესორები ანდრო კოტარია, შოთა ჯავახიშვილი, გიორგი მელაძე, გიორგი მეტრეველი, დოცენტები თინათინ ცომაია, მიხეილ ზახაშვილი, ანა დემეტრაშვილი, მერი ბენაშვილი, მანანა ბოკერია, ნარგიზა ხიდაშელი, როინ ამირეჯიბი, რაულ ხაზალია, მასწავლებელი ნარგიზი მოწონელიძე, ჰიდროლოგიის განხრით: დოცენტები: თამარ ნუცუბიძე, ნოე უკლება, არჩილ კილასონია, თებრონე კიკილაშვილი, დუდუხანა ცინცაძე, დიმიტრი ქოჩიაშვილი, გიორგი ხმალაძე, პროფესორები: ირაკლი ხომერიკი, ოთარ ხმალაძე, მასწავლებლები: ჯემალ ძაძუა, დარეჯან კიკნაძე, ინესა სირბილაძე, თამარ დოლაბერიძე.

2006 წლიდან ჰიდროლოგიის, ოკეანოლოგიის და მეტეოროლოგიის მიმართულებას, რომელიც 2012 წლიდან ჰიდროლოგიის, ოკეანოლოგიის და მეტეოროლოგიის კათედრად გადაკეთდა, ხელმძღვანელობს პროფ. დავით კერესელიძე. ამჟამად კათედრაზე მოღვაწეობენ აგრეთვე ასოცირებული პროფესორები კახაბერ ბილაშვილი და ვაჟა ტრაპაიძე, ასისტენტ- პროფესორი გიორგი ბრეგვაძე.