თსუ გეოგრაფიის დეპარტამენტის კარტოგრაფიული ფონდი

  Geo Eng
პროექტი 2019 ბუნებათსარგებლობის კათედრა გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრა ჰიდროლოგია, ოკეანოლოგიისა და მეტეოროლოგიის კათედრა ნიადაგების გეოგრაფიის კათედრა რეგიონული გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრა  
 

რეგიონული გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრა

 

უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 1998 წლის 29 ივნისს დაარსდა საქართველოს გეოგრაფიის კათედრა. მისი შექმნის ინიციატორი და პირველი გამგეა პროფ. ნოდარ ელიზბარაშვილი. კათედრის დამფუძნებლები ასევე არიან: იმჟამინდელი გეოგრაფია- გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ოთარ ხმალაძე, პროფესორები ლია მაჭავარიანი და დალი ნიკოლაიშვილი, მეცნიერ- მუშაკი მიხეილ ხავთასი, დოც. ნელი ჯამასპაშვილი და გეოგრაფიის მუზეუმის გამგე ნანა მჟავია. კათედრაზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ აგრეთვე: გეოგრაფიის დოქტორები: ამარლი ( დუდუ) დოხნაძე, თენგიზ დეკანოიძე, გია სოფაძე, მანანა რატიანი, მასწ. ჯემალ ძაძუა და სხვ.

1998-2005 წლებში საქართველოს გეოგრაფია საუნივერსიტეტო საგანი იყო, რომელიც 21 ფაკულტეტზე იკითხებოდა. ქართული სახელმწიფოებრიობის სამი ათასი და ქრისტეშობის ორი ათასი წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებათა პროგრამით 2000 წელს გამოიცა სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის ,, საქართველოს გეოგრაფია.

2002 წლიდან კათედრის ძალისხმევით გამოიცემა სამეცნიერო ჟურნალი ,, საქართველოს გეოგრაფია", სადაც სტატიები იბეჭდება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. კათედრის თანამშრომლებმა გამოსცეს მრავალი მონოგრაფია და სახელმძღვანელო. მათ შორისაა ,, საქართველო ჩვენი ფასეულობების პირველი ტომის ,, საქართველოს ბუნების გამოცემა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ- აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესის ილია II- ის ინიციატივით, ხელმძღვანელობითა და ლოცვა- კურთხევით დაიბეჭდა.

2006 წლიდან საქართველოს გეოგრაფიის კათედრა რეგიონული გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრად იწოდება. ამჟამად კათედრაზე მოღვაწეობენ: ასოც. პროფესორები: გიორგი მელაძე, რობერტ მაღლაკელიძე და მარიამ ელიზბარაშვილი.